
კაზინოს რომელი თამაშები გაძლევენ მოგების ყველაზე დიდ შანსს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია, რადგან იგი რამდენიმე ცვლადზეა დამოკიდებული, ძირითადად იმაზე, თუ რამდენის მოგება გსურთ თქვენს შემოსავლებთან შედარებით და რამდენად მხართ მზად, გარისკოთ. ასევე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ შეკითხვის უფრო რეალისტური ფორმირება იქნებოდა: „რომელი თამაშები გაძლევენ წაგების ყველაზე ცოტა შანსს“, იმიტომ რომ გრძელვადიან პერიოდში, გამონაკლისების გარეშე, მოთამაშე აუცილებლად წააგებს, რადგან არც ერთი თამაში არ არის მუდმივად 100%-იანი მოგების მომტანი. ყველა თამაშს გააჩნია ე.წ. „სახლის წილი“ (House Edge), რომელიც წარმოადგენს კაზინოში ფსონად დადებულ ყოველ ერთ დოლარზე კაზინოს მოგების საშუალო პროცენტულ მაჩვენებელს. ყველა თამაშს მოგების განსხვავებული ალბათობა გააჩნია, ასე რომ, როგორ გავიგოთ, რომელ თამაშებში გვაქვს მოგების საუკეთესო შანსი?
ბლექჯეკი
თუ დავუშვებთ ვარაუდს, რომ ბლექჯეკის სათამაშოდ თქვენი ბენქროლი წარმოადგენს 100$-ს და თითო თამაშზე ჩამოდიხართ 1$-ს, და არასდროს ცვლით ჩამოსული ფსონის ოდენობას, მაშინ საუკეთესო სტრატეგია მაქსიმალური მოგების მისაღებად არის ე.წ. „ვეგას სტრიპი“. ბლექჯეკის მრავალი სხვადასხვა სახეობა არსებობს, და თითოეულ მათგანს პოტენციური მოგების განსხვავებული შანსი და ოდენობა გააჩნია, მაგრამ „ვეგას სტრიპის“ (თუ იდეალურად ითამაშებთ) „სახლის წილი“ მხოლოდ 0,28%-ს შეადგენს. თუმცა გაგიჭირდებათ ისეთი კაზინოს მოძებნა, რომელიც თამაშის ასეთ წესებს შემოგთავაზებთ (მოთამაშის უმთავრესი უპირტესობაა მცირე თანხით მრავალჯერ თამაშის შესაძლებლობა), შესაბამისად, უფრო გავრცელებულია ბლექჯეკი „სახლის წილის“ 0,4%-იანი მაჩვენებლით, მაგრამ არც 0,28% არის გამორიცხული.
ვიდეო პოკერი
შემდეგი საუკეთესო თამაში მოგების შანსის სიდიდით იქნება „ჯეკი ან უკეთესის“ ვარიანტი – ვიდეო პოკერი, რომელსაც „სახლის წილის“ 0,46%-იანი მაჩვენებელი გააჩნია, ისევ და ისევ, თუ თამაშობთ იდეალური სტრატეგიის მიხედვით. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „სახლის წილი“ გაცილებით დიდი ჩანს, როდესაც თამაშობთ, რადგანაც მოგებული თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით 4%, არის ჯეკპოტი სამეფო ფლეშის შემთხვევაში. $1,25-ის ფსონს ერთ ხელზე შეუძლია მასიური მოგების – $4000-ის მოტანა. ამ ჯეკპოტის გარეშე (რომელსაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოიგებთ პირველ ას ხელზე) „სახლის წილი“ სავარაუდოდ 5%-თან უფრო ახლოს იქნებოდა.
ბაკარა
ამ თამაშს აქვს ძალიან მცირე „სახლის წილი“, დაახლოებით 1,06%, და ამასთან განსაკუთრებით მარტივი თამაშია. შეცდომას ფიზიკურად ვერ დაუშვებთ და არ არსებობს რაიმე სტრატეგია მის მოსაგებად. უბრალოდ ირჩევთ „მოთამაშეს“ და „ბანკირს“ და მთლიანად ანდობთ კარტებს თქვენს მოგებას ან წაგებას. სხვათაშორის, ამ ორი არჩევანიდან „ბანკირი“ უკეთესია. კაზინოებისა და თამაშების სამყაროში ეს თამაში, თავისი სიმარტივის გამო, ბევრი „ჰაი როლერის“ ფავორიტია.
კრეპსი
შემდეგი საუკეთესო ვარიანტი კაზინოში მოთამაშისათვის არის თამაში, რომელსაც არა ბანქოთი, არამედ კამათლებით თამაშობენ. ამ თამაშს ჰქვია კრეპსი. ბლექჯეკის მსგავსად, მოგებული თანხის რაოდენობაზე თამაშის პროცესში მოთამაშის გადაწყვეტილებები მოქმედებს, ასევე გააჩნია ფსონის სახეობებს, რომელსაც მოთამაშე ჩამოდის. ოპტიმალური ფსონი, რომლის გაკეთებაც მოთამაშეს შეუძლია არის ჩამოსვლა „Don’t come/Don’t Pass“ ხაზზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საშუალოდ დაკარგავს 1,36%-ს.
პაი გოუ
ამ თამაშსაც მოკლედ მიმოვიხილავთ, რადგან მისი საშუალო „სახლის წილი“ არ აღემატება 1,5%-ს და მას რამდენიმე ონლაინ კაზინოში შეხვდებით, იშვიათად, ტრადიციულ სამორინეებში. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ პაი გოუ არ არის მოთამაშეების ფავორიტი მისი (შედარებით) კომპლექსურობის გამო, და არც კაზინოები ანიჭებენ მას უპირატეობას, რადგანაც ბანქოს კარტების დიდ რაოდენობას მოითხოვს და მოგების შედარებით დაბალი მაჩვენებლიც აქვს (კაზინოებისთვის).
რულეტი
რულეტი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საკულტო კაზინო თამაშია, მიუხედავად იმისა, რომ მას შედარებით მაღალი „სახლის წილის“ მაჩვენებელი გააჩნია – 2,7%, თუ გვაქვს ევროპული ბორბალი ერთი ნულით, და 5.4% თუ გვაქვს ამერიკული ბორბალი ორი ნულით. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც რულეტი ასეთი პოპულარულია, არის ის, რომ იგი სწრაფი და მარტივი თამაშია და, ამასთან, თავდაპირველ ფსონთან შედარებით გაცილებით მაღალი თანხის მოგება არის შესაძლებელი ძალიან მარტივად (ბლექჯეკისგან განსხვავებით, სადაც მოგების შემთხვევაში თქვენი ფსონის თანხა ორმაგდება, რულეტში სწორი რიცხვის გამოცნობით შესაძლებელია ფსონის თანხაზე 36-ჯერ დიდი ოდენობის მოგება). უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც რულეტის პოპულარულობას განაპირობებს არის ის, რომ მისი მოგება შესაძლებელია გარკვეული უნარების საშუალებით. თამაში ძალიან ვიზუალურია, წითელი და შავი, რაც რიცხვებში გარკვეული პატერნების გამოვლენის შესაძლებლობას გვაძლევს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება არაა – თამაშით ფულის გაკეთების თანაბარი შესაძლებლობა აქვთ მათემატიკასა და კოდის გაშიფვრაში კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მქონე პიროვნებასა და მაიმუნს, რომელიც უაზროდ ისვრის ჩიპებს მაგიდაზე.
ვიდეო სლოტები
ვიდეო სლოტები თანამედროვე ონლაინ კაზინოებისა და ტრადიციული სამორინეებისათვის შედარებით ახალი დანამატია. ამ სლოტებს, რომლებიც კომპიუტერულ თამაშებს გვანან, აქვთ სხვადასხვა ბონუსების სისტემა, რომელიც ერთგვარ ფსევდო-უნარებს მოითხოვს შედარებით მაღალი მოგების მოსაპოვებლად. სლოტების დიზაინი სხვადასხვა თემატიკისა და სტილის თამაშებს მოიცავს, რათა ყველანაირ გემოვნებაზე იყოს მორგებული, ძალიან ხშირად ისინი თავიანთი შინაარსით მოგაგონებენ რომელიმე პოპულარულ კულტურულ მოვლენას, მაგალითად, ახლადგამოსულ ფილმს ან მულტფილმებს თქვენი ბავშვობიდან. მოგების მოცულობა განსხვავდება თამაშების მიხედვით და არ არსებობს მათემატიკური ფორმულა, რომელიც მის გამოთვლაში დაგეხმარებათ. მის რაოდენობას თამაშის პროგრამისტები ადგენენ, მაგრამ საშუალო მოგება დაახლოებით 10%-ია. შეგიძლიათ კაზინოები ინდივიდუალურად შეამოწმოთ და ნახოთ, რომელ მათგანს აქვს ყველაზე დიდი მოგების მქონე სლოტ თამაშები, რადგანაც ადგილის მიხედვით მათი რაოდენობაც განსხვავებულია. ზოგადად ვიდეო სლოტები კაზინოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი თამაშებია. მაგრამ… თუ კაზინოში გსურთ მოგება, თუ გინდათ კაზინოდან გახვიდეთ ისეთი რაოდენობის ფულით, რომელიც არ იცით, სად უნდა დახარჯოთ, ვიდეო სლოტები თქვენი თამაშია, სწორედ მათი მრავალფეროვნების გამო. ჯეკპოტები არის უზარმაზარი, და თითოეულ $1-ს შეუძლია 1000-ჯერ მეტი თანხა მოიგოს. ამდენად, ვიდეო სლოტები თქვენი კაზინოში მოგების ყველზე დიდი შანსია!