
რა არის RTP (მოთამაშის ამონაგები)?
მოთამაშის ამონაგები (RTP შემოკლებით – Return to Player) არის ზუსტად ის, რაც გესმით: ეს არის იმ თანხის პროცენტული მნიშვნელობა, რომელსაც მოთამაშე ამონაგების სახით იღებს უკან ფსონად დადებული ყოველი ერთი დოლარისთვის. ზოგჯერ ამონაგებს საპირისპირო ფორმით გამოხატავენ, ე.წ. „სახლის წილით“, რომელიც არის კაზინოში ფსონად ჩამოსული ყოველი ერთი დოლარის პროცენტული წილი, რომელსაც კაზინო თავად იტოვებს. თუ თამაშს გააჩნია RTP 97%, მაშინ „სახლის წილი“ (House Edge) იქნება 3%. ეს არის გამოხატვის ორი საშუალება, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად მომგებიანია თამაში კაზინოსათვის და რამდენად წამგებიანი – მოთამაშისთვის.
აღნიშნული პროცენტული წილის გამოთვლა არც ისე ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თამაშებს არ გააჩნიათ განსაზღვრული ალბათობა. ისეთ თამაშში, როგორიცაა რულეტი, RTP-ის გამოთვლა შედარებით მარტივია, მოგების შანსი და მოსაგები თანხის მოცულობა ცნობილია და 36/37-ზე (რადგან გვაქვს მხოლოდ ერთი მწვანე ნული) გვაძლევს 0,9763 RTP-ს. რომ გამოგვეკლო მწვანე ნული და გვქონოდა მხოლოდ 36 რიცხვი და ერთი შანსი 36-დან, რომ თითოეულ რიცხვს წარმატებით მოვახვედრებდით, მაშინ RTP იქნებოდა 1-ის ტოლი, ანუ 100%, მოთამაშეები გრძელვადიან პერიოდში არასდროს და არაფერს წააგებდნენ.
სლოტ თამაშების RTP-ის გამოთვლა ბევრად უფრო რთულია, რადგან არ არის ნათელი რომელიმე მოგების დაფიქსირების ალბათური მნიშვნელობა, არც ის, თუ მოგება რა ზომის (ბონუს თამაში თუ უფასო სპინი) თანხას მოუტანს მოთამაშეს. პროგრამისტები სლოტ თამაშების შექმნისას იყენებენ კომპლექსურ ალგორითმებს, რომელთა მიზანია, რომ თამაშის მიერ მოგების სახით გაცემული თანხისა და ფსონის სახით ჩამოსული თანხის პროცენტული რაოდენობა გრძელვადიან პერიოდში ერთმანეთს გაუთანაბრდეს, მაგრამ რეალობაში ამის გამოთვლა ძალიან რთულია (ან თითქმის შეუძლებელი) და საბოლოო ჯამში მაინც კაზინოს აუდიტორებს უნდა ენდოთ.
იმისათვის, რომ ნახოთ მოგება სლოტებიდან, ან სულ მცირე გქონდეთ მოგების ყველაზე დიდი შანსი ერთხელ მაინც, უნდა აირჩიოთ თამაში, რომელსაც ყველაზე მეტი RTP %-ი გააჩნია, ამასთან თამაში, რომელიც სხვადასხვა ვარიანტის შესაძლებლობას გაძლევთ. ამით ზრდით შანსს, რომ თამაშის მიერ მონაცვლეობით ფულის მიღებისა და გაცემის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩამოსვლისას გადახვალთ მოგების რეჟიმში. ყველაზე ცუდი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის ის, რომ აირჩიოთ თამაში ყველაზე დაბალი RTP-ით და ყველაზე ცოტა ვარიაციით, რომელიც აუცილებლად მთლიანად შეიწოვს თქვენს ფულს და არ მოგცემთ არანაირ წახალისებას, რომ „შეწყვიტოთ, სანამ იგებთ“.