
როგორ ვითამაშოთ ბლექჯეკი?
ბლექჯეკის მიზანი
დილერის დამარცხება: არსებობს რამდენიმე მცდარი წარმოდგენა თამაშის მიზნის შესახებ, მაგრამ ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ერთადერთი მიზანი არის დილერზე მეტი ქულის დაგროვება და მისი დამარცხება.
როდის უგებთ დილერს?
- თუ თქვენს ხელთ არსებული ქულების ჯამი დილერის ხელთ არსებულ ქულების ჯამზე მეტია
- თუ დილერის ხელთ არსებული ქულების ჯამი 21-ზე მეტია, დილერი ავტომატურად წაგებულად ჩაითვლება
- თუ მოთამაშისათვის დარიგებული პირველი ორი კარტის ჯამური ქულა 21-ს უდრის, ხოლო დილერს იგივე რაოდენობა არ აქვს
როდის აგებთ დილერთან?
- თუ თქვენს ხელთ არსებული ქულების ჯამი 21-ზე მეტია
- თუ რაუნდის ბოლოს დილერის ხელთ არსებული ქულათა ჯამი თქვენს ხელთ არსებულ ქულთა ჯამს აღემატება
როგორ გამოვიანგარიშოთ ხელთ არსებული ქულათა ჯამი?
ბლექჯეკს თამაშობენ კარტის ექვსი შეკვრით, ტრადიციული 52 კარტით ჯოკრების გარეშე და კარტის ფერს რამე უპირატესობა ან მნიშვნელობა არ გააჩნია.
- 2-დან 10-ის ჩათვლით კარტის ქულა მასზე გამოსახული რიცხვის ტოლია, მაგალითად, 2-იან კარტს გააჩნია 2 ქულა, 9-იანს 9 ქულა.
- ნახატი კარტები (J, Q, K) – სამივე მათგანის მნიშვნელობა ქულებში უდრის 10-ს.
- რაც შეეხება ტუზს, მას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. მისი მნიშვნელობა შეიძლება იყოს 1 ან 11, გამომდინარე იქიდან, თუ რომელი მნიშვნელობის მინიჭება უფრო ხელსაყრელია მოთამაშისათვის მის ხელთ არსებული სხვა კარტებიდან გამომდინარე.
2-დან 10-ის ჩათვლით კარტების მნიშვნელობა ქულებში შესაბამისი რიცხვის ტოლია, 10-იანი და ნახატი კარტების – 10-ის, ხოლო ტუზი – 1 ან 11.
ბლექჯეკის მაგიდების ფორმა
ბლექჯეკის მაგიდას, როგორც წესი, ნახევარწრის ფორმა აქვს და მასთან განსხვავებული რაოდენობის მოთამაშეების განთავსებაა შესაძლებელი. ყველაზე გავრცელებელი მაგიდები 7 მოთამაშეს იტევს, მაგრამ არის მაგიდები, რომლებიც მხოლოდ 5 მოთამაშეზეა გათვლილი და შედარებით იშვიათია მაგიდები 12 მოთამაშით. დილერი მაგიდის უკანა მხარეს დგას და წინ ჩიპების დასტა ულაგია, ხოლო მაგიდის მეორე მხარეს მოთამაშეები თავსდებიან.
ტრადიციული ბლექჯეკის მაგიდა
ბლექჯეკის თამაშის წესები
არსებობს ბლექჯეკის რამდენიმე ვარიაცია, რომელსაც განსხვავებული წესებითა და კარტების განსხვავებული რაოდენობით თამაშობენ. ყველა გავრცელებულ ფორმას 6-8 კალოდით თამაშობენ. ჩვენ მოგვყავს ბლექჯეკის ყველაზე ტიპური და გავრცელებული ვარიაცია, რომელსაც კარტის ექვსი შეკვრით თამაშობენ. რაუნდის მსვლელობა დაახლოებით ასე გამოიყურება:
- მოთამაშე ყიდულობს ჩიპებს
- მოთამაშე დებს ფსონს
- დილერი ურიგებს კარტს მოთამაშეებს
- მოთამაშე წყვეტს როგორ ითამაშოს ხელი
- დილერი თამაშობს ხელს
- მოგება
მოთამაშე ყიდულობს ჩიპებს
ასე გამოიყურება $1000 ღირებულების ჩიპების ყიდვის პროცესი – თანხას დილერი ისეთნაირად განალაგებს, რომ კამერამ მისი ზუსტი რაოდენობის დაფიქსირება შეძლოს
სანამ მაგიდასთან დასხდებით და თამაშს დაიწყებთ, აუცილებლად უნდა შეიძინოთ ჩიპები. კაზინოების უმეტესობაში უკვე აღარ არის ნებადართული ფსონის დადება ნაღდი ფულის საშუალებით, ამიტომ აუცილებელია თქვენი ფული კაზინოს ჩიპებში გადაცვალოთ დილერთან. ამისთვის მაგიდასთან უნდა მიხვიდეთ და ფული მაგიდის ზედაპირზე დადოთ. არ მიაწოდოთ ფული დილერს ხელებში (არ გამოგართმევენ). უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე დილერებს აკრძალული აქვთ მოთამაშეების ხელიდან ნებისმიერი ნივთის მიღება და პირიქით. მას შემდეგ რაც ფულს მაგიდის ზედაპირზე დადებთ, დილერი თითოეულ ბანკნოტს სათითაოდ გაშლის კამერების სანახავად, რის შემდეგაც მაგიდასთან მოდის პიტ-ბოსი და თანხის რაოდენობას კიდევ ერთხელ გადაამოწმებს. დილერი გადაითვლის თქვენ მიერ დადებული თანხის შესაბამისი ჩიპების რაოდენობას და დასტას მაგიდაზე თქვენკენ გამოასრიალებს. ამ მომენტიდან შეგიძლიათ აიღოთ ჩიპები და ჩამოხვიდეთ ფსონს.
მოთამაშე ჩამოდის ფსონს
რაუნდის დასაწყისში პირველი ნაბიჯი არის ფსონის დადება. ფსონს ჩამოდიხართ მაგიდაზე დახატულ წრეზე (ზოგჯერ ოთხკუთხედის ფორმა აქვს) ან ადგილზე, სადაც კაზინოს ლოგოა დახატული. მაგიდის კიდეზე მარჯვენა ან მარცხენა მხარეს იქნება პატარა ნიშანი, რომელზეც ფსონის ლიმიტები იქნება დატანილი. აშშ-ში არსებული ბლექჯეკის მაგიდების უმეტესობაზე მინიმალური ფსონი ერთ ხელზე $5-ს შეადგენს, თუმცა ფსონების მინიმალური და მაქსიმალური ლიმიტი კაზინოს მდებარეობისა და ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით განსხვავდება.
დილერი ურიგებს კარტს მოთამაშეებს
ფსონების გაკეთების შემდეგ დილერი მაგიდასთან მჯდომ თითოეულ მოთამაშეს საათის ისრის მიმართულებით დაურიგებს თითო კარტს სახით ზემოთ, ხოლო თავისთვის დაირიგებს ერთ კარტს სახით ქვემოთ. ამის შემდეგ ისევ სათითაოდ დაურიგებს ერთ კარტს სახით ზემოთ თითოეულ მოთამაშეს და ერთ საბოლოო კარტს თავისთვის, ასევე სახით ზემოთ. გამოვიდა, რომ თითოეულ მოთამაშეს აქვს ორი კარტი სახით ზემოთ, ხოლო დილერს ერთი კარტი სახით ზემოთ, მეორე – სახით ქვემოთ. ქვემო სურათი აღწერს ამ ეტაპზე მაგიდასთან არსებულ სიტუაციას. ახლა დროა, დავიწყოთ თამაში!
კარტები დარიგებულია
მოთამაშე წყვეტს, როგორ ითამაშოს ხელი
დილერი დაიწყებს მის მარცხნივ მჯდომი პირველი მოთამაშით (რომელსაც „პირველ ბაზას“ უწოდებენ) და ელოდება, როგორ ითამაშებს თავის ხელს ეს პირველი მოთამაშე. წარმოიდგინეთ, თქვენი ფსონის წინ გაშლილი გაქვთ ორი კარტი სახით ზემოთ. იმისათვის, რომ ითამაშოთ თქვენი ხელი, თქვენს ხელთ არსებული კარტების ქულები უნდა დააჯამოთ. თქვენ მიერ მიღებული რიცხვი იქნება 4-დან 21-ის ჩათვლით. თუ თქვენ მიერ მიღებული პირველი ორი კარტიდან ერთი არის ტუზი, ხოლო მეორე კარტის მნიშვნელობა ქულებში 10-ის ტოლია, თქვენ გაქვთ ბლექჯეკი! გილოცავთ! ამ ფსონების ამონაგები არის სამი ორზე (თქვენი ფსონის ნამრავლი 1,5-ზე). მოგების მიღება მომენტალურად შეგიძლიათ რაუნდის დამთავრების გარეშეც, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დილერსაც არ ჰყავს ბლექჯეკი. თუ დილერსაც ბლექჯეკი ჰყავს, მაშინ არაფერს მოიგებთ, მაგრამ არც დადებული ფსონიდან წააგებთ რამეს. ამ მდგომარეობას ეწოდება Push – ანუ ფსონს მოთამაშე უკან იბრუნებს და მასსა და დილერს შორის არის თანაბარი ანგარიში. თუ არც თქვენ და არც დილერს არ გყავთ ბლექჯეკი, მაშინ დილერი თითოეულ მოთამაშეს სათითაოდ მიადგება და თქვენ დაგელოდებათ, სანამ გადაწყვეტთ, როგორ ჩაატარებთ ხელს. როცა თქვენი ჯერი მოვა, თქვენი გადაწყვეტილება დილერს სპეციალური ხელის მოძრაობებით უნდა აცნობოთ, რადგან დილერები ვერბალურ ინსტრუქციებზე არ რეაგირებენ. თქვენი გადაწყვეტილებები კამერებმაც უნდა დააფიქსირონ. არსებობს 5 გზა იმისა, თუ როგორ შეგიძლია ითამაშოთ თქვენი ხელი:
Stand – ადგილზე დგომა – თუ თქვენი ორი კარტი თქვენთვის მისაღებია, შეგიძლიათ დარჩეთ იმავე პოზიციაზე, არ დაიმატოთ კარტი და დილერი მომდევნო მოთამაშეზე გადავა. (ხელის სიგნალი: აწიეთ ხელი ან უბრალოდ დადეთ ხელისგული მაგიდაზე).
Hit – დამატება – თუ გნებავთ კარტების დამატება, რათა თქვენი ჯამური ქულა გააუმჯობესოთ, დილერს შეუძლია დამატებითი კარტი დაგირიგოთ, თითო-თითოდ, მანამ სანამ თქვენ არ „გადაიწვებით“ (ჯამური ქულა აღემატება 21-ს) ან უარს არ იტყვით დამატებაზე (Stand). არ არსებობს ლიმიტი კარტის დამატებაზე (გარდა იმისა, რომ არ უნდა გადააცილოთ 21-ს). (ხელის სიგნალი: დაადეთ თითი მაგიდას).
Double Down – ფსონების გაორმაგება – თუ თქვენი ჯამური ქულა უპირატესობას განიჭებთ, მაგრამ გჭირდებათ დამატებითი კარტის აღებაც, თქვენ შეგიძლიათ გააორმაგოთ ჩამოსული ფსონი და დილერი დაგირიგებთ მხოლოდ ერთ დამატებით კარტს. (ხელის სიგნალი: ჩამოდით ახალი ფსონი, თქვენი საწყისი ფსონის იდენტური და მოათავსეთ თავდაპირველი ფსონის მარცხენა მხარეს, რის შემდეგაც დილერი მოგცემთ დამატებით კარტს, გვერდზე გადაბრუნებულს, რაც იმის ნიშანია, რომ მომდევნო დამატების უფლება აღარ გექნებათ). შენიშვნა: კაზინოების უმეტესობა ასევე მოგცემთ საშუალებას, რომ „ნაკლები თანხით გააორმაგოთ“, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველ ფსონზე დანამატი შეიძლება იყოს უფრო ცოტა, ვიდრე საწყისი ფსონი იყო. თუმცა, მათემატიკური ალბათობიდან გამომდინარე, არ არსებობს გარემოება, როდესაც „ნაკლები თანხით გაორმაგება“ უფრო მომგებიანი, ვიდრე სრული 100%-ით გაორმაგება, ასე რომ გირჩევდით, ყოველთვის სრული გაორმაგება აირჩიოთ, მიუხედავად იმისა, თუ კაზინო უფრო ცოტა თანხის დამატების უფლებასაც გაძლევთ.
Split – გაყოფა, სპლიტის გაკეთება – თუ თქვენ მოგივიდათ წყვილი (ორი თანაბარი ქულის კარტი), გაქვთ შესაძლებლობა, რომ აირჩიოთ სპლიტის გაკეთება, გააკეთოთ მეორე ფსონი. დილერი გაყოფს ორ კარტს ისე, რომ თითოეული მათგანი იქნება ორი ახალი ხელის პირველი კარტი. იგივე წესი ვრცელდება ნახატ კარტებზე. სპლიტის გაკეთების უფლება გაქვთ მაშინაც, თუ პირველ ორ კარტად მოგივიდათ მეფე და ვალეტი, რადგანაც მათ თანაბარი მნიშვნელობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად წყვილს არ წარმოადგენენ. (ხელის სიგნალი: ჩამოდით თავდაპირველი ფსონის იდენტურ მეორე ფსონს. შემდეგ გამოსახეთ „მშვიდობის ნიშანი“, რაც ნიშნავს, რომ სპლიტის გაკეთება გინდათ და არა ფსონის გაორმაგება. დილერი გაყოფს კარტებს, თითოეულს დაამატებს მეორე კარტს და ჯამში გექნებათ ორი ხელის თამაშის უფლება).
Surrender – დანებება – თუ არ მოგწონთ პირველი ხელის კარტები, უფლება გაქვთ, რომ მიატოვოთ თამაში თქვენ მიერ ჩამოსული ფსონის ნახევრის სანაცვლოდ. (ხელის სიგნალი: დახაზეთ ხაზი თქვენი თითით ფსონის უკანა მხარეს მაგიდაზე, თითქოს წარმოსახვითი დანით მაგიდას ჭრით. ხშირად ხდება, რომ დილერებს ეს სიგნალი დამატების სიგნალში ეშლებათ. რომ დარწმუნდეთ, რომ დილერმა გაიგო თქვენი გადაწყვეტილების შესახებ სწორედ, ხმამაღალა გამოთქვით „დანებება“ და ამის შემდეგ აჩვენეთ ხელის სიგნალი კამერებისთვის).
დილერი თამაშობს ხელს
სავარაუდოდ ახლა ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი არჩევანია, და როგორ უნდა მიხვდეთ, რომელი გადაწყვეტილება იქნება საუკეთესო თქვენს შემთხვევაში. პასუხი ამ კითხვაზე დამოკიდებულებია დილერის იმ კარტზე, რომელიც სახით ზევითაა და რომლის ქულაც ჩვენთვის ცნობილია.
ძირითადი სტრატეგია
დილერის ღია კარტიდან და ჩვენს ხელთ არსებული კარტების ჯამური ქულიდან გამომდინარე, შეგვიძლია, მივყვეთ ძირითად სტრაგეგიას. ძირითადი სტრატეგია შემუშავებული იქნა კომპიუტერის მიერ, რომელმაც ბლექჯეკის მილიონობით რაუნდი ითამაშა და შეარჩია მათემატიკურად ყველაზე ოპტიმალური გზა მოთამაშისთვის მოგების მისაღწევად. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გამოიწეროთ ძირითადი სტრატეგია.
იხილეთ ბლექჯეკის ძირითადი სტრატეგიის ცხრილი
მოთამაშის ხელის გადაწყვეტა
როდესაც მიყვებით ძირითად სტრატეგიას და თქვენ ხელს ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის გამოყენებით ჩაატარებთ, მხოლოდ სამი რამ არის შესაძლებელი:
- თქვენ თავიდანვე უარი თქვით კარტის დამატებაზე (Stand) – მოგივიდათ ხელი, რომელზეც ძირითადი სტრატეგია ამბობს, რომ არანაირი კარტის დამატება არ ღირს
- თქვენ წარმატებით დახურეთ ხელი – დაიმატეთ კარტები (დამატება, გაორმაგება, სპლიტი) და მიაღწიეთ ჯამურ 21 ქულას ან უფრო ცოტას და არ „გადაიწვით“
- თქვენ წააგეთ – დაამატეთ კარტი ერთხელ ან ორჯერ და „გადაიწვით“ ან დანებება აირჩიეთ. თუ „გადაიწვებით“, ჩამოსულ ფსონს მომენტალურად კარგავთ. ამიტომაც აქვს კაზინოს თავისი უპირატესობა ამ თამაშში. თავდაპირეველი მოქმედება მოთამაშემ უნდა ჩაატაროს, რადგანაც თუ საბოლოოდ თავად დილერიც „გადაიწვება“, თქვენი ფული მაინც კაზინოს დარჩება, რადგანაც პირველი თქვენ „გადაიწვით“.
თუ არც „გადაიწვით“ და არც დანებდით, მაშინ ახლა დილერის დროა, რომ ითამაშოს მისი ხელი. ის ჯერ პირვველ რიგში ამოატრიალებს დამალულ კარტს და დააჯამებს მის ქულას. თუ დილერის ხელთ არსებული კარტების ქულათა ჯამი 17 ან უფრო მაღალია, ისინი ავტომატურად ამბობენ უარს დამატებაზე. თუ დილერის ხელთ არსებული კარტების ქულათა ჯამი 16 ან უფრო დაბალია, მაშინ კარტებს დაიმატებენ. ფსონის გაორმაგების, სპლიტის გაკეთების ან დანებების საშუალება დილერს არ აქვს და მას თავისი ხელის ჩატარების იმდენი არჩევანი არ აქვს, როგორც მოთამაშეს. დილერი თავის ხელს ყოველთვის ერთნაირად თამაშობს. ერთადერთი გამონაკლისი არის შემთხვევა, როდესაც დილერის ხელთ არსებული კარტების ქულათა ჯამი არის 17, რომელიც შედგება ტუზისაგან და ექვსიანისაგან. ამ შემთხვევას „რბილი 17“ ეწოდება და, კაზინოს შიდაპოლიტიკიდან გამომდინარე, დილერი ან იმატებს კარტს, რადგან ტუზისა და ექვსიანის ჯამი შეიძლება იყოს 7 (ტუზის განსხვავებული მნიშვნელობებიდან გამომდინარე), რაც დილერს შანსს აძლევს, რომ 17-ზე მეტი ქულა დააგროვოს. ეს გზა კაზინოს უფრო დიდ შანსს აძლევს, ვიდრე დილერის გადაწყვეტილება ტუზი და 6-იანი იანგარიშოს, როგორც 17. დილერებს კაზინოს წესებისგან გადახვევის უფლება არ აქვთ, მაგრამ მისი გადაწყვეტილების შესახებ მოთამაშეს ინფორმაცია მუდმივად მიეწოდება, მათ შორის, დილერის გადაწყვეტილება, დარჩება „რბილ 17-ზე“ თუ დაიმატებს კარტს.
მოგება
თუ თქვენ და დილერი ჩამოხვედით ყველა სვლას, ორი რამ არის შესაძლებელი:
- დილერი „გადაიწვება“, რა შემთხვევაშიც ისინი გადაიხდიან ფულს (ფსონის ერთმაგი ოდენობა) ყოველი ხელისთვის, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს მაგიდაზე, ან
- დილერი ასრულებს თავის ხელს (17-დან 21-ის ჩათვლით). თუ დილერს თქვენზე მეტი ქულა აქვს, მთლიანად იბარებს თქვენს ფსონს, თუ თქვენ გაიმარჯვებთ, დილერი გიხდით თქვენი ფსონის ერთმაგ ოდენობას. თუ დილერს და თქვენ თანაბარი ქულები გაქვთ, თქვენ ფულს არ კარგავთ, მაგრამ არც რაიმე მოგებას არ იღებთ.
ახლა რაუნდი დასრულებულია. სულ ესაა. მაგიდა სუფთავდება და ახალი რაუნდი დაიწყება.
განსაკუთრებული შემთხვევები
არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ბლექჯეკის თამაში ზემოთ აღწერილი წესებისგან გადაუხვევს.
დაზღვევა/თანაბარი ფული: თუ დილერის კარტი სახით ზემოთ ამოვა ტუზი, მოთამაშეებს შეუძლიათ თავი დაიზღვიონ იმ შემთხვევისთვის, თუ დილერს ბლეჯეკი ამოუვა. დაზღვევა ერთგვარი გვერდითი ფსონია თამაშის მთავარი ფსონის პარალელურად. სანამ მოთამაშეები თავიანთი ხელის თამაშს დაიწყებენ, დილერი მათ შეთავაზებს დაზღვევას (ან თანაბარ ფულს თუ ამოგივათ ბლექჯეკი). დაზღვევის ფსონი მოთამაშის ფსონის ნახევრის ტოლია ან მასზე ნაკლებია. თუ დილერს ბლექჯეკი ამოუვა (ანუ მისი დამალული კარტის მნიშვნელობა იქნება 10-ის ტოლი), მაშინ ფსონის გაანგარიშება ხდება კოეფიციენტით 2:1. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ ჩამოდიხართ ფსონს იმაზე, ამოუვა თუ არა ბლექჯეკი დილერს. ძირითადი სტრატეგიის წესების თანახმად, არასდროს არ უნდა დათანხმდეთ დაზღვევის ფსონს. მას შემდეგ რაც ის მოთამაშეები, რომელთაც დაზღვევის ფსონის გაკეთება სურთ, ჩამოვლენ თანხას, დილერი – მაგიდაში გაკეთებული სპეციალური ჭუჭრუტანის საშუალებით გახედავს თავის კარტს. თუ დილერს ათი ამოუვიდა, მას ბლეჯეკი ჰყავს და ყველას თავდაპირველ ფსონს მიითვისებს. თუ დილერს ათი არ ამოუვიდა, მაშინ ის დაზღვევის თანხას მიითვისებს მხოლოდ და თამაში ნორმალურად გაგრძელდება. თუ თქვენ ხელში გყავთ ბლექჯეკი და ამასთან დილერის ღია კარტი არის ტუზი, თქვენ შემოგთავაზებენ „თანაბარ ფულს“. არ მოტყუვდეთ! ეს არის უბრალოდ სხვა სახელი დაზღვევისთვის. თუ თანაბარ ფულს დათანხმდებით, თქვენი მოგების დაანგარიშება ბლექჯეკის მოსვლის შემთხვევაში არ მოხდება კოეფიციენტით 3:2, როგორც ეს იქნებოდა ჩვეულებრივ შემთხვევაში. თქვენ უბრალოდ მიიღებთ ფსონის ერთმაგ ოდენობას, მიუხედავად იმისა, ამოუვა თუ არა ბლექჯეკი დილერს. თუ არ აიღებთ „თანაბარ ფულს“ და დილერს ბლექჯეკი ამოუვა, თქვენი ანგარიში გათანაბრდება, ხოლო თქვენი ბლექჯეკი დამატებით თანხას ვერ მოგიტანთ. თუ არ აიღებთ „თანაბარ ფულს“ და დილერს არ ამოუვა ბლექჯეკი, თქვენი ფსონის გადახდა მოხდება კოეფიციენტით 3:2, ჩვეულებრივად. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ „თანაბარი ფულის“ შემოთავაზებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეთ, თუ პროფესიონალი კარტის მთვლელი არ ხართ. იმისთვის, რომ უკეთესად გაიგოთ განსხვავება დაზღვევასა და „თანაბარ ფულს“ შორის, ჩვენი პრემიუმ ვიდეო კურსებიდან შეგიძლიათ უყუროთ: სიმართლე დაზღვევის შესახებ.
არა-დაზღვევადი დილერის ბლექჯეკი: სავსებით შესაძლებელია, რომ დილერს ამოუვიდეს ბლექჯეკი დაზღვევის ან „თანაბარი ფულის“ შემოთავაზების გარეშე. თუ დილერის კარტი სახით ზემოთ არის ათიანი, ისინი ავტომატურად შეამოწმებენ მეორე კარტს, სანამ ვინმე შეძლებს თავისი ხელის თამაშს. თუ დამალული კარტი ტუზია, დილერს ამოუვა ბლექჯეკი და მაგიდაზე არსებული ყველა ფსონი იქნება მითვისებული, გარდა მოთამაშეების ბლექჯეკისა, რომელიც ანგარიშს გაათანაბრებდა მხოლოდ. დაზღვევის შეთავაზება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დილერის კარტი, რომელიც მოთამაშეებისათვის არის ცნობილი, (სახით ზემოთ) არის ტუზი.
მკვდარი ხელი: იმ შემთხვევაში თუ მაგიდასთან მჯდომი ყველა მოთამაშე „გადაიწვება“ დილერის სვლამდე, ასეთი ხელი მკვდრად ითვლება და დილერი გადმოატრიალებს თავის დამალულ კარტს (რომ კამერებმა ნახონ), შემდეგ აკრეფს კარტებს და გადადებს გვერდზე. არ აქვს აზრი დილერის ხელის ჩატარებას და თამაშის გაგრძელებას, რადგან დილერმა უკვე მოიგო, როცა სხვა მოთამაშეები „გადაიწვნენ“.
გვერდითი ფსონები: ბოლო ათი დეკადის განმავლობაში ბლექჯეკის გვერდითი ფსონების პოპულარულობა იზრდება. დაზღვევა არის ერთადერთი გვერდითი ფსონი, რომელიც ყველა კაზინოში არის ნებადართული. მაგრამ გარდა ამისა, დღეს უკვე არსებობს ასობით სხვა გვერდითი ფსონი ბლექჯეკში. უმეტესობა მათგანი იდება მთავარი ფსონის პარალელურად. შეიძლება ფსონი დაიდოს პირველ დარიგებაზე წყვილი კარტის ამოსვლაზე, ასევე თქვენი და დილერის კარტების დამთხვევაზე ან დილერის „გადაწვაზე“. ეს გვერდითი ფსონები არის ბევრგან და მათი კოეფიციენტები ან გადახდის ფორმები განსხვავდება, ასე რომ მათ ახნას აქ არ შევეცდებით. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ისინი ბლექჯეკის თამაშის ნაწილი არ არის, მაგრამ თამაშის მიმდინარეობაზე შეიძლება იქონიოს გავლენა. ჩვენ არ გიწევთ რეკომენდაციას, დადოთ გვერდითი ფსონები. კაზინოები მათი დადების შესაძლებლობას გთავაზობენ იმიტომ, რომ თქვენთან შედარებით დიდი უპირატესობა გააჩნიათ. ნუ იქნებით ზარმაცი და დაიწყეთ კარტების დათვლის ტექნიკის შესწავლა.
ბლექჯეკის წესების ვარიაციები
ბლექჯეკის თამაშის წესებისა და პირობების მრავალი ვარიაცია არსებობს. ყველა ბლექჯეკი კოეფიციენტებისა და მოთამაშის უპირატესებობის კუთხით თანაბარი არაა. აქ არის წესების ვარიაციის რამდენიმე მაგალითი, რომელთაც თამაშის კოეფიციენტებზე აქვთ გავლენა:
ფსონის გაორმაგება სპლიტის გაკეთების შემდეგ (DAS): ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვთ საშუალება გააორმაგოთ თქვენი ფსონი, მას შემდეგ რაც გააკეთებთ სპლიტს ანუ გაყოფთ კარტებს. ყველა კაზინო არ დაგრთავთ ამის ნებას, თუმცა უმეტესობა მათგანში ეს ნორმალური პრაქტიკაა, რადგანაც იგი მოთამაშის უპირატესობასა და მოტივაციას ზრდის.
ტუზების ხელახალი გაყოფა (RSA): იმ შემთხვევაში თუ ამოგივიდათ წყვილი ტუზი, ტრადიციულად გაქვთ სპლიტის გაკეთების უფლება, ანუ გაქვთ ორი ახალი ხელი. თუ დამატებული კარტიდან ერთი რომელიმე აღმოჩნდა ისევ ტუზი, გაქვთ უფლება, რომ ტუზები თავიდან გაყოთ და ჯამში სამი ხელის თამაშის უფლება მოპოვოთ. მაქსიმალური ლიმიტი ტუზების თავიდან გაყოფაზე 4 ხელია. ტუზი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კარტია მოთამაშისთვის, ამიტომ თუ კაზინო ტუზების ხელახალი გაყოფის ნებართვას გაძლევთ, თქვენი უპირატესობა მნიშვნელოვნად იზრდება. ტუზების გაყოფის შემდეგ ფსონის გაორმაგების ან დამატებითი კარტების აღების უფლება არ გაქვთ. ეს იმიტომ, რომ, როგორც ვთქვით, ტუზი ძლიერი კარტია და კაზინოები ცდილობენ თქვენი აშკარა უპირატესობა შეზღუდონ.
ნაადრევი დანებება: ეს არის მკვდარი წესი, რომელიც აშშ-ის კაზინოებში 1970-იანი წლების შემდეგ არ გამოუყენებიათ. წესი გულისხმობს ტრადიციულ დანებებას, იმ განსხვავებით, რომ ნაადრევი დანებება შეგიძლიათ იქამდე, სანამ დილერი მის დამალულ კარტს შეამოწმებს ან დაზღვევას შემოგთავაზებთ. ეს წესი აშკარად დიდ უპირატესობას ანიჭებდა მოთამაშეს. სწორედ ამ მიზეზით „გადაშენდა“. „ნაადრევი დანებება“ არის ასევე იმის მიზეზი, თუ დღესაც ზოგიერთი პერფექციონისტი რატომ უწოდებს ტრადიციულ დანებებას „გვიან დანებებას“, სწორედ ამ ორს შორის განსხვავების აღსანიშნავად.
ბლექჯეკი კოეფიციენტით 6:5 – ზოგიერთი კაზინო ბლექჯეკის მოგების კოეფიციენტ 3:2-ის ნაცვლად მოთამაშეებს სთავაზობს 6:5-ს. შესაბამისად, იზრდება კაზინოს უპირატესობა, „სახლის წილი“ და მოთამაშეები კარგავენ უფრო მეტ ფულს. შესაძლებელია, რომ ეს წესი კაზინოს ყველა მაგიდაზე არ ვრცელდებოდეს, ამიტომ თამაშის დაწყებამდე კარგად წაიკითხეთ მაგიდაზე დაწერილი წესები.
CSM ბლექჯეკი: ზოგიერთი კაზინო თავიანთ ბლექჯეკის მაგიდაზე გვთავაზობს ბანქოს მუდმივ მჩეხავ მანქანებს. ეს მანქანა თამაშის პროცესში განუწყვეტლივ ჩეხავს ბანქოს კარტებს. გამოყენებულ კარტებს დილერი მუდმივად ამატებს მანქანაში, რაც ართულებს კარტების დათვლას და ძირითადი სტრატეგიის მოთამაშისთვის ამცირებს მოგების შანსს.
ერთდასტიანი VS მრავალდასტიანი: ბლექჯეკში ყოველი დასტის დამატებისას კაზინოს უპირატესობა მოთამაშესთან შედარებით იზრდება. 6-დასტიან თამაშში „სახლის წილი“ იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე ორდასტიანში, თუ ყველა სხვა პირობა თანაბარია. პრობლემა ისაა, რომ ძალიან იშვიათია, რომ ყველა სხვა პირობა თანაბარი დარჩეს. ძალიან ხშირად ერთდასტიან თამაშში შეუძლებელი ხდება ფსონის გაორმაგება სპლიტისა და ხელახალი სპლიტის გაკეთების შემდეგ და ბლექჯეკი ამოვა 5-6 შემთხვევაში, მაშინ როდესაც 8-დასტიან თამაშში გაორმაგება, სპლიტის გაკეთება ან ტუზების ხელახალი გაყოფა ნებადართულია და ბლაქჯეკით მოგებაც 3:2 კოეფიციენტით დაანგარიშდება. ასეთ შემთხვევაში კაზინოს უპირატესობაც დაბალია. დასტის რაოდენობის ცვლილებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.
დასტის სიდიდე/შუს შეღწევადობა (PEN) – ეს შეეხება შუს ერთი გახარჯვის პერიოდში გამოყენებული კარტების პროცენტულ რაოდენობას. როგორც წესი, შუს ბოლოში მოთავსებულია გაჭრილი კარტი. როდესაც ეს გაჭრილი კარტი მაგიდაზე ხვდება, ეს დილერს აცნობებს, რომ შუში მალე გამოილევა კარტები, შესაბამისად, ის აჩეხავს მაგიდაზე არსებულ კარტებს და ახალ შუს აამუშავებს. როგორც წესი დასტის მეოთხედი საკმარისია ბლექჯეკის რაუნდის დასასრულებლად, ბევრი კაზინო ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო შეამცირებს, რომ შეამციროს თამაშის მომგებიანობა კარტის მთვლელებისათვის.
ბლექჯეკის მსგავსი თამაშები
ბლექჯეკი მთელ მსოფლიოში პოპულარული თამაშია, რადგან ბევრი ადამიანი ცდილობს მის მოგებას კარტების დათვლით. მისი პოპულარულობისა და საყოველთაოდ ცნობილი წესების გამო, მრავალმა კაზინომ შექმნა ბლექჯეკის ვარიაციები, თამაშები, რომლებიც მსგავს წესებსა და ტერმინოლოგიას იყენებენ და ცდილობენ ბლექჯეკის პოპულარულობის ექსპლოატაციას. კაზინოებმა იციან, რომ ისინი სრულიად სხვა თამაშებს ქმნიან, მაგრამ უნდათ, რომ თქვენ იფიქროთ, რომ თქვენთვის ნაცნობ და საყვარელ თამაშს თამაშობთ, ამასობაში კი კაზინოები გაცილებით დიდი უპირატესობით სარგებლობენ. აქ არის მოყვანილი ბლეჯეკის რამდენიმე „ორეული“, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ:
Super Fun 21: ამ თამაშში გიქმნიან არასწორ წარმოდგენას, რომ არის ერთდასტიანი ბლექჯეკ თამაში, სადაც შეგიძლიათ „დაანებოთ“ ნებისმიერი რაოდენობის კარტი, გააკეთოთ ორმაგი ფსონი ნებისმიერი რაოდენობის კარტზე ან მომენტალურად მიიღოთ მოგება, თუ გაქვთ 6 კარტი ჯამში 20 ქულით ან 5 კარტი ჯამში 21 ქულით, და რომ მოთამაშის ბლექჯეკი ყოველთვის მომგებიანია! შეიძლება საოცნებო თამაშად მოგეჩვენოთ, მაგრამ არ მოტყუვდეთ. პრობლემა ისაა, რომ ბლექჯეკში იგებთ მხოლოდ ფსონის თანაბარ თანხას. ეს თამაში კი გთავაზობთ კაზინოს სამჯერ უფრო დიდ უპირატესობას მოთამაშესთან შედარებით. ეს თამაში არ არის ბლექჯეკი! მოერიდეთ!
Spanish 21: ბევრ ადგილას საკმაოდ პოპულარული თამაშია. მრავალი მსგავსი წესი აქვთ, როგორც ზემოთ ნახსენებ თამაშში, მაგრამ აქ ბლექჯეკის მოგება ანგარიშდება კოეფიციენტით 3:2 და შეგიძლიათ, გააორმაგოთ თქვენი ფსონი ორჯერ ერთი ხელის განმავლობაში. კარგად ჟღერს, არა? ტყუილია! ამ თამაშის ავტორებს შუდან ამოაქვთ ყველა 10-ქულიანი კარტი (კარტები ისევ სახიდან ზემოთ რიგდება, მაგრამ არ არის 10-ქულიანი კარტები). თუ რამე იცით კარტების დათვლის შესახებ, გეცოდინებათ, რომ 10-ქულიანი კარტები და ტუზები მოთამაშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარტებია. 10-ქულიანების მოშორება ართულებს ბლექჯეკის წესების მოთამაშის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობას. თამაშს ასევე გააჩნია უფრო ჩახლართული ძირითადი სტრატეგია, რის გამოც ადამიანთა უმეტესობა არასწორად თამაშობს და გაცილებით უფრო მეტს კარგავს, ვიდრე ეს თავად კაზინოს წესდებაშია მოცემული. კაზინოებს უყვართ ამ თამაშის მოთამაშეები. მაგრამ დაიმახსოვრეთ: ეს არ არის ბლექჯეკი! შორს დაიჭირეთ თავი!
Free Bet BlackJack: ამ თამაშში ბლექჯეკის წესების მიხედვით თამაშობთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ როცა ფსონს აორმაგებთ, იმის ნაცვლად, რომ თქვენ თავად დადოთ ფული, კაზინო გადაიხდის ამ თანხას სრულად უსასყიდლოდ და ჩაითვლება, რომ ფსონი თქვენ დადეთ. ცოტა არარეალისტურად ჟღერს, არა? ასეც არის! ამ უფასო ფულის სანაცვლოდ, იმ შემთხვევაში, თუ დილერი გადააჭარებებს 21 ქულას და მის ხელთ არსებული კარტების ჯამური ქულა იქნება 22, თამაში დილერსა და მოთამაშეს შორის თანაბარი ანგარიშით დასრულებულად ითვლება (მიუხედავად იმისა, რომ დილერი „გადაიწვა“). ეს პატარა ცვლილება კაზინოს უპირატესობას ბლექჯეკთან შედარებით სამჯერ ზრდის. ეს თამაში არ არის ბლექჯეკი! მოერიდეთ!
Blackjack Switch: ეს თამაში ცოტა განსხვავებულია. ბლექჯეკს ორი ხელით იწყებთ და შეგიძლიათ თითოეული ხელის ზედა კარტები გადაანაცვლოთ, თუ ფიქრობთ, რომ ასე მოგების უკეთესი შანსი გაქვთ. ყველას, ვისაც ბლექჯეკი ბევრჯერ უთამაშია, ერთხელ მაინც უფიქრია, რომ მსგავსი რამე შესაძლებელი ყოფილიყო, ამიტომ ეს წესი ახდენილ ოცნებასავით ჟღერს, არა? არა! Free Bet Blackjack--ის მსგავსად, დილერის მიერ 22 ქულის აგროვების შემთხვევაში, ანგარიში მაინც ფრედ ითვლება და მოთამაშის ბლექჯექი მხოლოდ ერთმაგ ოდენობას იგებს. ეს არ არის ბლექჯეკი! არა, გმადლობთ! გარდა ამისა, კიდევ მრავალი სხვა თამაში არსებობს, რომელთა ბლექჯეკად გასაღებას ცდილობენ. ნუ მოტყუვდებით და დაჯდომამდე ყოველთვის დარწმუნდით, რომ რეალურ ბლექჯეკს თამაშობთ.