
რულეტის წესები
რულეტის ბორბალი შედგება მბრუნავი დისკისგან, რომელსაც ნაპირებზე აქვს დანაყოფები, რომელიც ცენტრში მბრუნავი თასისებური სტრუქტურის ირგვლივ მოძრაობენ. ბურთულას აგდებენ ბორბლის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. ბორბალზე დატანილია სპეციალური სიღრმეები ბურთულასთვის, რასაც ჯიბეებს უწოდებენ.
ბორბლის ირგვლივ დანაყოფებზე დატანილია ციფრები შედარებით შემთხვევითი შერჩევით 1-დან 36-ის ჩათვლით. ისინი ან შავი, ან წითელი ფერისაა. ამასთან, ცალკე გამოყოფილია მწვანე დანაყოფი, რომელზეც დატანილია 0. რულეტის ამერიკულ მაგიდებზე დამატებით მეორე მწვანე დანაყოფია, რომელზეც დატანილია მნიშვნელობა 00. უმეტესად სწორედ ეს განსხვავება აქცევს რულეტის ამერიკულ ვერსიას ფინანსურად უფრო „ძვირადღირებულად“ ევროპულ ვარიანტთან შედარებით.
რულეტის მაგიდა ორი ნაწილისგან შედგება. ერთზე უკვე ვისაუბრეთ, მბრუნავ ბორბალზე, მეორე ნაწილი კი არის სათამაშო მაგიდა, სადაც დატანილია მბრუნავ ბორბალზე მონიშნული ყველა რიცხვი. სწორედ ამ მაგიდაზე ხდება ფსონების დადება ჩიპების საშუალებით. ჩიპების ზუსტი ადგილმდებარეობა მიუთითებს ჩამოსულ ფსონზე. რულეტი წარმოშობით ფრანგული თამაშია, ამიტომ დღემდე, ინგლისურენოვან ქვეყნებშიც კი, ფსონების დასადებ ტრადიციულ მაგიდებზე ფრანგული ტერმინებია დატანილი. თუმცა, ამერიკული რულეტების მაგიდების უმრავლესობაზე ინგლისური ტერმინები და ოდნავ განსხვავებული სტილიც გამოიყენება.
რულეტის ფსონები
რულეტის მიმართ ძირითად ინტერესს იწვევს ფსონებისა და მათთან დაკავშირებული კოეფიციენტების მრავალფეროვნება. თანამედროვე რულეტის ყველა სახეობაში ძირითადი ფსონები თითქმის ერთნაირია. ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა შესაძლო ფსონი, რომელიც რულეტში გვხვდება, მათთან დაკავშირებული კოეფიციენტების სიდიდის მიხედვით (გამოვიყენებთ ინგლისურ და ფრანგულ დასახელებებსაც):
თანაბარი შანსი
Red/Rouge: წითელი რიცხვი
Black/Noir: შავი რიცხვი
Even/Pair : ლუწი რიცხვი
Odd/Impair: კენტი რიცხვი
Low Bet/Manque: მცირე რიცხვები 1-18 (Manque ფრანგული სიტყვაა და „მარცხს“ ნიშნავს, გამოიყენება ამ კონტექსტში, რადგან ბურთი „დამარცხდა“, ვერ გადასცდა 18-ს)
High Bet/Passe: მაღალი რიცხვები 19-36 (გამოიყენება ფრანგული სიტყვა Passe, რადგან ბურთი გადასცდა ცენტრს)
2 : 1
First Dozen/Premiere Douzaine: პირველი 12-ეული, რიცხვები 1-12 (ფრანგული სტილის მაგიდაზე ამ კვადრატზე მონიშნულია 12P)
Middle Dozen/Moyenne Douzaine: შუა 12-ეული, რიცხვები 13-24 (ფრანგული სტილის მაგიდაზე ამ კვადრატზე მონიშნულია 12M)
Last Dozen/Dernier Douzaine: ბოლო 12-ეული, რიცხვები 25-36 (ფრანგული სტილის მაგიდაზე ამ კვადრატზე მონიშნულია 12D)
Column Bet/Colonne: სვეტი – 12 რიცხვისგან შემდგარი სვეტი (სპეციალური კვადრატი, რომელიც მოთავსებულია სამი 12-რიცხვიანი სვეტის ბოლოს)
მაღალი კოეფიციენტი
5 : 1 – Line Bet/Sixain: ხაზის ფსონი – 6 რიცხვი (ჰორიზონტალურ ხაზზე მდებარე ნებისმიერი 6 რიცხვი)
8 : 1 – Corner Bet/Carre: კუთხის ფსონი – 4 რიცხვი (4 რიცხვისგან შემდგარი კვადრატის ნებისმიერ 4 რიცხვზე მოხვედრა)
11 : 1 – Street Bet/Carre Simple or Transversale: სტრიტი (ნებისმიერი სამი რიცხვი)
17 : 1 – Split Bet/En Chaval: სპლიტი (ნებისმიერი ორი რიცხვი ვერტიკალურად და ჰორიზონატალურად)
35 : 1 – Straight Up/En Plein: ნებისმიერი ერთი რიცხვი (ბურთი უნდა ჩავარდეს ზუსტად იმ რიცხვის ადგილას, რომელზეც ჩამოდიან ფსონს, შესაძლებელია ჩამოვიდეთ ფსონს 0-ზე).
ევროპული რულეტის წესები
რულეტი ტრივიალურად მარტივი თამაშია. ფსონების დასადებად გამოიყენება სხვადასხვა ფერის ჩიპები მოთამაშეების ერთმანეთისგან გასარჩევად. მას შემდეგ რაც ფსონები დაიდება, კრუპიე აჩერებს ფსონების მიღების პროცესს, ატრიალებს ბორბალს და მოძრაობის საწინააღმდეგოდ ჩააგდებს ბურთს. თუ ბურთი დადებული ფსონებიდან რომელიმე მათგანზე მოხვდება, მოგებული თანხა გაიცემა გამარჯვებულზე, ყველა სხვა წაგებულ ფსონს ითვისებს კაზინო.
არსებობს რამდენიმე განსხვავებული წესი, რომელსაც სხვადასხვა კაზინო იყენებს. ამის მაგალითებია, La Partage და En Prison. თითოეული მათგანი თითქმის ანახევრებს კაზინოს უპირატესობას, როდესაც ფსონი თანაბარშანსიან რიცხვებზე იდება. როდესაც თამაშობთ სახლში, გადაწყვიტეთ წინასწარ, რომელი წესებით უფრო გაწყობთ თამაში.
En Prison
ეს არის რულეტის წესი, რომელიც მხოლოდ თანაბარშანსიან ფსონებზე მოქმედებს. როდესაც ბურთი ხვდება ნულზე, მოთამაშეს აქვს ორი არჩევანი:
- მიიღებს ფსონის ნახევარი (აგებს ნახევარს)
- დატოვოს ფსონი (En Prison=ციხეში) მომდევნო დატრიალებისთვის, რომელიც ამჯერად ამჯერად გათამაშდება „ყველაფერზე ან არაფერზე“. თუ ამჯერადაც ბურთი მოხვდა ნულზე, ან არ მოხვდა ჩამოსულ ფსონზე, მთლიანი ფსონი ჩაითვლება წაგებულად. თუ ბურთი იმ რიცხვზე გაჩერდა, რომელზეც ფსონია დადებული, მაშინ მოთამაშე მთლიან თანხას უკან იბრუნებს.
La Partage
ზემოთ აღწერილი წესის მსგავსია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მოთამაშეს არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს, თუ ბურთი გაჩერდა ნულზე – ჩამოსული ფსონის ნახევარი ავტომატურად ითვლება წაგებულად.
მაქსიმალური და მინიმალური ფსონები
მოთამაშის მიერ თამაშის დაწყებამდე დასადები ფსონის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობა იცვლება კაზინოების მიხედვით და შეიძლება, ერთ კაზინოში, რამდენიმე სხვადასხვა მაგიდასთან განსხვავებული წესებით ხელმძღვანელობდნენ. როგორც წესი, მაქსიმალური ფსონის ოდენობას კაზინოები ადგენენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ფსონი ერთ ნებისმიერ რიცხვზე იდება (Straight Up). როცა ფსონი იდება რიცხვების წყვილზე, ლიმიტი ორმაგდება. კუთხის ფსონისთვის დადებული მაქსიმუმი ოთხჯერ აღემატება ერთ რიცხვზე გაკეთებულ ფსონს და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ლიმიტები მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენის დაკარგვა შეუძლია და უღირს კაზინოს.
ჩრდილოეთ ამერიკული რულეტის წესები
ჩრდილოეთ ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში რულეტის მაგიდებზე დატანილია ორი ნული და ნებისმიერი ფსონი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფსონს დებენ ორიდან რომელიმე კონკრეტულ ნულზე) ითვლება წაგებულად, როდესაც ბურთულა რომელიმე მათგანზე გაჩერდება. შედეგად იზრდება კაზინოს უპირატესობა და მცირდება მოთამაშის მოგების ალბათობა. ალბათ ეს ერთგვარად ხსნის იმ ფაქტსაც, თუ რატომ არის რულეტი ნაკლებად პოპულარული თამაში ამ რეგიონში მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან შედარებით.
წესები აბსოლუტურად იგივეა რაც ევროპულ რულეტში (რომელიც ზემოთ აღვწერეთ), გარდა იმ ფაქტისა, რომ ორმაგი ნული მოქმედებს ისევე, როგორც ტრადიციული ნული.
ზოგიერ ამერიკულ კაზინოში ასევე მოქმედებს დამატებითი ფსონი, რომელსაც კალათის ფსონს უწოდებენ. ფსონის დადება ხდება ხაზის ფსონის მსგავსად ჩიპების განთავსებით ნულის რიგსა და 1,2 და 3-ის რიგის გამყოფ ხაზს შორის. ასეთი ფსონის კოეფიციენტი არის 6 : 1, რომელიც რულეტის ფსონებს შორის ყველაზე ცუდი კოეფიციენტია.
თავდაპირველი რულეტის თამაში
რულეტის თავდაპირველ ფრანგულ ვერსიაში გვქონდა რიცხვები 1-36-ის ჩათვლით, გვქონდა ნული და „ორმაგი ნული“. ნული იყო შეღებილი და მიიჩნეოდა, როგორც ლუწი და მცირე რიცხვი, ხოლო ორმაგი ნული იყო შავი და ითვლებოდა, როგორც მაღალი რიცხვი.
თუ ბურთი რომელიმე ნულზე მოხვდებოდა, ყველა ფსონს ბანკი ითვისებდა, მაგრამ თუ ფსონი იდებოდა ლუწი/კენტის, წითელი/შავის, მაღალი/დაბალი რიცხვების კრიტერიუმებით, ფსონი დატყვევებული იყო მომდევნო დატრიალებამდე. შემდეგ დატრიალებაზე ფსონს ან წააგებდნენ ან თუ ფსონი გაამართლებდა, თანხა მთლიანად უბრუნდებოდა მოთამაშეს ყოველგვარი დამატებითი მოგების გარეშე.