
რა უნდა ვიცოდეთ კაზინოს ბონუსების შესახებ
ინტერნეტში არსებული აბსოლუტურად ყველა კაზინო ეწევა საკუთარი თავის ხმამაღალ რეკლამას, რომელშიც ერთი შეხედვით უფასო ფულს გთავაზობენ. ეს შეიძლება იყოს „უფასო სპინები“, „არანაირი დეპოზიტის თანხა“, „დეპოზიტის პროცენტი ბონუსად“, „არანაირი დანაკარგი პირველ სესიაზე“, და ბევრი სხვა. მაგრამ რას გულისხმობს თითოეული მათგანი და რატომ არიან კაზინოები ასეთი მოტივირებულები, გასცენ უფასო ფული საჩუქრად.
ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე არის ორი პასუხი და ამასთან დაკავშირებული ერთი მოკლე ისტორია. როდესაც პირველი ინტერნეტ თამაშები გაჩნდა, კაზინოებმა გაანალიზეს, რომ გამოჩნდა შესაძლებლობა, შეეღწიათ მილიონობით ოჯახში ყოველგვარი სერიოზული დამატებითი ხარჯების გარეშე და უბრალოდ მოეკრიფათ და ამოეღოთ ფული, თან დიდი ფული. ტრადიციული სამორინეები, რომელთაც რეალური მისამართი გააჩნიათ, მომხმარებლებს სთავაზობენ მომხიბვლელ პერსონალსა და უფასო სასმელს, გასართობ შოუებს, სოციალიზაციის შესაძლებლობას – ყველაფერი ეს საკმაოდ ძვირადღირებულია, თან ამათგან არც ერთს ონლაინ კაზინო თავის მომხმარებელს არ სთავაზობს. შესაბამისად, ყველა ის ფინანსური რესურსი, რაც მსგავს ღონისძიებებზე უნდა დახარჯულიყო, ონლაინ კაზინოებმა გამოიყენეს მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის – რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოეპატიჟებინათ „კარში“ (გაეწევრიანებინათ ვებგვერდზე) და ამისთვის გამოიყენეს სწორედ უფასო ფულის გაცემა. როცა ერთი კაზინო ასე მოიქცა, მეორე იძულებული გახდა მსგავსი შეთავაზებები ჰქონოდა, რათა კონკურენცია გაეწია პირველისთვის (ვინ გაწევრიანდებოდა სხვა კაზინოში, თუ მხოლოდ ერთი გასცემდა უფასო ფულს). ამგვარად მათი რიცხვი სწრაფად გაიზარდა. ადრე, ახალი საუკუნის დასაწყისიდან დაახლოებით 2004 წლამდე წამახალისებელი ელემენტი იყო რეალურად უფასო ფული.
მეორე მიზეზი, რის გამოც კაზინოები უფასო ფულს გასცემდნენ, გარდა იმისა, რომ კლიენტების მოზიდვა და მათი გაწევრიანება სურდათ, იყო ის, რომ მათ ეს კლიენტები სურდათ ერთგულ მუდმივ მომხმარებლებად ექციათ, ამის გაკეთების ერთადერთი გზა კი არის ის, რომ აგრძნობინო კლიენტს, როგორი შეგრძნებაა მოგება. მათ უნდოდათ, რომ პირველი თამაში ისეთნაირად წარემართათ, რომ უპირატესობა აშკარად მოთამაშის მხარეს ყოფილიყო, რის შედეგადაც მოთამაშე იგებდა, სახლში ბრუნდებოდა გამარჯვების შეგრძნებით, ახსენდებოდა, რამდენად კარგი იყო ეს შეგრძნება და რამდენად მარტივი იყო მისი მიღწევა. შემდეგ კი…ის აუცილებლად დაბრუნდებოდა იმავეს გასაკეთებლად. ამჯერად კი კაზინოს უკვე საბოლოოდ ჰქონდა მოგებული მისი გული.
2004 წლის შემდეგ ვითარება თანდათან შეიცვალა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდებოდა, რომ უკეთესი იყო, გამხდარიყო კაზინოს წევრი, ეთამაშა რამდენიმე ხელი, ეცადა ბედი რამდენიმე თამაშში, მიეღო მოგება, რომელსაც სახლში წაიღებდა და ნაცვლად იმისა, რომ უკან დაბრუნებულიყო და მეორე ჯერზე წაეგო, ჯობდა ახალ კაზინოში წასულიყო და ეს ყველაფერი თავიდან დაეწყო. შესაძლებელი იყო ათი ათასობით ფუნტის გაკეთება ძალიან მარტივად, მაგრამ ეს სისტემა მდგრადი არ აღმოჩნდა. კაზინოების მოგება სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. შესაბამისად, ნელ-ნელა დაიწყო იმ წესებისა და პირობების გამკაცრება და შეზღუდვა, რომელიც ამ უფასო ფულის მიღებასთან იყო დაკავშირებული და უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა, ყოველგვარი რისკისგან დაზღვეული მოგებით დაეტოვებინათ თამაში.
დღეს იმ ბონუსების სისტემას, რომელსაც კაზინოები გვთავაზობენ, არაფერი აქვს საერთო ადრე არსებულ ვითარებასთან და დღეს ასეთი მარტივი აღარ არის მოგება, უფრო მეტიც, ზოგჯერ ბონუსის გარეშე მოგება უფრო მომგებიანია. იმისათვის, რომ უკეთესად გაერკვეთ სხვადასხვა ტიპის ბონუს შეთავაზებებში და შეისწავლოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, აღგიწერთ რამდენიმე მათგანს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ:
-
ბონუსები პირველად შეტანილ დეპოზიტზე ყველაზე გავრცელებული შეთავაზებაა და, როგორც სახელი გვეუბნება, წარმოადგენს დამატებით ბონუს თანხას, რომელსაც კაზინო გვთავაზობს, როდესაც პირველად გავწევრიანდებით და ანგარიშზე პირველ დეპოზიტს შევიტანთ. ზოგჯერ დეპოზიტის შეტანის რამდენიმე მეთოდი არ არის გათვალისწინებული შეთავაზებაში, ამიტომ კარგად გაარკვიეთ, რომელი უნდა გამოიყენოთ დეპოზიტის განხორციელებამდე. შეთავაზების რეალიზაცია შეიძლება დასაწყისშივე განხორციელდეს, რის შედეგადაც თქვენს ბალანსზე არსებული თანხა გაიზრდება დეპოზიტის შეტანის შემდეგ, ან ეს ბონუს თანხა გერიცხებათ თქვენი საკუთარი თანხით გარკვეული რაოდენობისა და სახის აქტივობების შესრულების შემდეგ (ფსონის დადება). თქვენ არ გაქვთ უფლება შეიტანოთ დეპოზიტი, მიიღოთ ბონუს თანხა და გაიტანოთ ჯამური თანხა. ამისთვის ჯერ გარკვეული რაოდენობა უნდა ითამაშოთ ანგარიშზე არსებული ფულით და ძალიან ხშირად მხოლოდ ზოგიერთი თამაში აკმაყოფილებს ბონუსის მისაღებად პირველადი ფსონის დადების მოთხოვნილებას.
-
ბონუსი დეპოზიტის გარეშე ზემოთ დახასიათებული შეთავაზების ვარიაციაა, რომელიც თამაშში თქვენი ბედის ცდის და პოტენციურად მოგების შესაძლებლობასაც გაძლევთ, მაგრამ ამისთვის გარკვეული რაოდენობის ფსონი უნდა დადოთ (როგორც წესი პირველადი დეპოზიტის ბონუსზე მეტი). ასევე, უფასო მცდელობების გამოყენების შედეგად მოსაგებ თანხაზე, როგორც წესი, ზედა ლიმიტია დაწესებული.
-
უფასო სპინების ბონუსებს კაზინოები თავაზობენ მომხმარებლებს სლოტების თამაშების გამოსაცდელად. თქვენ იღებთ გარკვეული რაოდენობის უფასო სპინს, რათა დააგროვოთ მაქსიმალური მოგება. თუმცა მოგების შემდეგ ძალიან იშვიათად შეძლებთ თანხის გამოტანას. ამისათვის ჯერ მოგებული თანხა ფსონად უნდა ჩამოხვიდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ნაღდი ფულის მიღებას.
-
შევსების ბონუსი არის შეთავაზება, რომელიც, როგორც წესი, მომხმარებლებს ეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე მოწვევის სახით ან ხელმისაწვდომია ყველა მოთამაშისათვის ვებგვერდზე. ბონუსის მიზანია უკვე დარეგისტრირებული მოთამაშეების წახალისება ახალი ფსონების დასადებად. ეს ბონუსები შეიძლება იყოს ზემოთ აღწერილი სამი ბონუსიდან ნებისმიერი სახის, და ზოგიერთი შესაძლოა საკმაოდ მომგებიანიც იყოს. ზოგიერთ მათგანში ღირს მონაწილეობის მიღება, ზოგიერთში – არა. შევსების ბონუსი შეიძლება შეთავაზებული იყოს რეგულარულად, მაგალითად, ყოველი თვის პირველ დეპოზიტზე, ან შესაძლოა, იყოს სეზონური – მაგალითად, მოთამაშეები იღებენ ბონუსს შობის დღესასწაულზე, ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს, რამე მნიშვნელოვან დღესთან. ასეთია მაგალითად სპეციალურად თქვენთვის გაკეთებული შეთავაზება თქვენს დაბადების დღეზე.
-
ბონუსების ან განაღდებაა შესაძლებელი, ან უბრალოდ მათი გამოყენება. სანაღდო ბონუსებია ის ბონუსები, რომელთა თქვენი ბანკის ანგარიშზე გადატანა მომენტალურად არის შესაძლებელი, მაგრამ უფასო სპინები ან ჩიპები ვერასდროს კონვერტირდებიან ნაღდ ფულად, რამდენიც არ უნდა ითამაშოთ. თუმცა მათი საშუალებით შესაძლებელია თანხის მოგება.
-
ბონუსის ყველაზე იშვიათი ფორმა არის ე.წ. ქეშბონუსები, რაც არის რეალურად ნაღდი ფული, რომელიც თქვენს ანგარიშზე განთავსდება ყოველგვარი პირობებისა და წესების გარეშე. როგორც წესი, ესენია კაზინოში თამაშის განმავლობაში დაგროვილი ერთგულების ქულების კონვერტირების შედეგად მიღებული თანხა, ან თუ დაგიფიქსირებიათ საჩივარი, კაზინო, ზოგ შემთხვევაში, ბოდიშის მოხდის მიზნით, თანხას განათავსებს თქვენს ანგარიშზე. შესაძლებელია, რომ მოითხოვებოდეს აღნიშნული თანხის ან მისი ნაწილის ფსონად დადება ერთჯერადად და არ იყოს შეზღუდვა თამაშის რომელიმე სახოებაზე.